ჯანეტ ქერდიყოშვილი - "როცა გავთხოვდები, ყველაფერს მეუღლის მხრებზე დავდებ"

ჯანეტ ქერდიყოშვილი - "როცა გავთხოვდები, ყველაფერს მეუღლის მხრებზე დავდებ"

"მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი ერთი წლის წინ, სასწავლებლად იტალიაში წავიდა და მარაგონის უნივერსიტეტში ჩააბარა. ის დიზაინერობას აპირებს. რამდენიმე დღის წინ, ჯანეტ ქერდიყოშვილი ლეონარდო დიკაპრიოს საქველმოქმედო ღონისძიების სტუმარიც იყო, თუმცა როგორ მოხვდა წვეულებაზე, ამაზე საუბარი არ სურს. "რეიტინგი" ჯანეტ ქერდიყოშვილს საფრანგეთში დაუკავშირდა, სადაც მოდელი ზაფხულს ატარებს.

- ჯანეტ, დიდი ხანია აღარ გამოჩენილხართ, რა იყო ამის მიზეზი?

დატვირთული ერთი წელი მქონდა. ივნისში ავიღე დიპლომი. უკვე დიპლომიანი დიზაინერი ვარ, მაგრამ როცა წარმატებას მივაღწევ ამ სფეროში, ვიტყვი რომ ფეშენ-დიზაინერი ვარ. მოდელობა არასდროს მინდოდა, ყოველთვის დიზაინერობაზე ვოცნებობდი, მიყვარდა ლუქების აწყობა, მაგრამ აქამდე არ მომეცა საყვარელი საქმის კეთების საშუალება. უნივერსიტეტში დღეში 12 საათი ვიყავით, დამღლელი იყო ამ რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ როცა საყვარელ საქმეს აკეთებ შეუძლებელი არაფერია.

- ახლა რა გეგმები გაქვს?

- ჯერ მხოლოდ ვმოგზაურობ. ახლა ჩემს მეგობართან ერთად მონაკოში ვისვენებ. ანა "მის უკრაინა 2011" არის, კონკურსზე დავმეგობრდით და მას შემდეგ ყველგან ერთად დავდივართ. მილანში თავისუფალი დრო არაფრისთვის მქონდა, ამის გამო ბევრ სერიოზულ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი. რაც შეეხება ჩემს საქმეს, მინდა პირველი ჩვენება ევროპაში მქონდეს. ჯერჯერობით ლონდონში დავამთავრებ მაგისტრატურას, მე ვიცი როგორ შევქმნა პროდუქტი, მაგრამ არ ვიცი როგორ გავყიდო ის, ამიტომ მარკეტინგის კუთხით ვისწავლი. შემდეგ სტაფს შევკრავ და მოვაწყობ ჩვენებას. საქართველოში გაცილებით მარტივი იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ არ მინდა ჩემი ბრენდი "მეიდ ინ ჯორჯიას" სახელით გავიდეს მსოფლიო ბაზარზე. მე ყველგან ვამბობ, რომ ქართველი ვარ, მაგრამ "მეიდ ინ ჯორჯია" რომ ვიყო მოდის სფეროში, ეს ნამდვილად არ მინდა.

- გაქვს ამისთვის საჭირო ფინანსები?

- ამ ყველაფერს 200-250 000 ევრო სჭირდება, ჩემმა ძმამ ახლა დაამთავრა სწავლა და ამიტომ მამაჩემის შეწუხება მერიდება. ამიტომ როცა გავთხოვდები, ყველაფერს მეუღლის მხრებზე დავდებ.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება