"თამარ მეფეს სიამოვნებით განვასახიერებდი" - როგორი წიგნები მოსწონს ნინი ბადურაშვილს

 "თამარ მეფეს სიამოვნებით განვასახიერებდი" - როგორი წიგნები მოსწონს ნინი ბადურაშვილს

მსახიობისა და ტელეწამყვანის - ნინი ბადურაშვილის ცხოვრებაში წიგნს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა ბებიამ შეაყვარა, თან - ისე ძლიერ, რომ დროის დეფიციტის მიუხედავად, წიგნის კითხვის სიამოვნებაზე უარს ვერასოდეს ამბობს...

- დროის უქონლობის გამო, შეიძლება, 1 წიგნის წაკითხვა დიდხანს გამიგრძელდეს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი არ არის, როცა წიგნს არ ვკითხულობ. წიგნის კითხვის კულტურა წინათ უფრო არსებობდა, ჩვენ კი "ინტერნეტის თაობა" ვართ და მაგალითად, ბებიებთან შედარებით, შესაძლოა, ლიტერატურულ ნაწარმოებებს ნაკლებად ვკითხულობთ. მიუხედავად ამისა, მაინც ყოველთვის ვახერხებ, წავიკითხო, რადგან ეს ძალიან მსიამოვნებს - წიგნიდან ბევრ ღირებულს იღებ ადამიანი...

- ელექტრონულ წიგნებს არ კითხულობთ?

- სხვათა შორის, არასოდეს გამომიყენებია. ყოველთვის ჩვეულებრივ წიგნს ვკითხულობ.

- ბოლოს რომელი ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხეთ?

- ნიკოლოზ მაკიაველის ბიოგრაფია წავიკითხე, ახლა კი მის ნაწარმოებს - "მთავარი" ვეცნობი, რომელიც მაკიაველის შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევა. მაკიაველის ბიოგრაფიამდე, თანამედროვე მწერლის - მიხეილ ბუკოვსკის ერთ-ერთი ნაწარმოები წავიკითხე. მცხეთაში უამრავი წიგნი გვაქვს. ბევრი რამის წაკითხვა მინდა, მაგრამ სამწუხაროდ, სულ დროის დეფიციტს განვიცდი.

- მაკიაველით რატომ დაინტერესდით?

- საერთოდ, ძლიერი ფიგურების - პოლიტიკოსების, მწერლების, ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ბიოგრაფიების კითხვა ძალიან მომწონს. დიდი ხანია, მაკიაველი მაინტერესებდა. მის შესახებ წიგნი მცხეთაში ვნახე და სიამოვნებით წავიკითხე... როცა ბიოგრაფიის კითხვა დავასრულე, შემდეგ ნაწარმოები - "მთავარი" დავიწყე...

- რა "მოგცათ" მაკიაველის ნა­წარმოებმა?

- გარდა იმისა, რომ მაკიაველი პოლიტიკოსი იყო, მოაზროვნე, ფილოსოფოსი, ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება გახლდათ. საერთოდ, ყოველი საინტერესო წიგნის წაკითხვა ადამიანს რაღაც ახალს გმატებს, გაფიქრებს. "მთავარში" ბევრი რამ იყო საინტერესო, თუმცა, ნაწარმოების კითხვა ჯერ არ დამისრულებია. ვვრ ვიტყვი, კონკრეტულად რა "მომცა", მაგრამ ფაქტია - ყველა საინტერესო წიგნი სულიერად გვასაზრდოებს და უფრო საინტერესო პიროვნებებად გვაყალიბებს.

- სამაგიდო წიგნი თუ გაქვთ, რომელსაც ხშირად გადახედავთ ხოლმე?

- მართალი გითხრათ, სამაგიდო წიგნი, რომელსაც ხშირად ვკითხულობ, არ მაქვს. რომელი წიგნებიც წამიკითხავს, ყველა მათგანი - მხოლოდ ერთხელ. მინდა, წაკითხული წიგნები თავიდან წავიკითხო, რადგან როცა პატარა ხარ, თითქოს ისე ვერ იაზრებ რაღაცებს, როგორც მაგალითად, ახლა გავიაზრებდი...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ