"აქ მცხოვრებლებს სტიქიასა და ნადირთან ბრძოლა უწევდათ" - თბილისის უბანი, რომელიც ყველაზე ქაოსურად ითვლებოდა

"აქ მცხოვრებლებს სტიქიასა და ნადირთან ბრძოლა უწევდათ" - თბილისის უბანი, რომელიც ყველაზე  ქაოსურად ითვლებოდა

თბილისში ზოგიერთი ძალიან ხშირად, ზოგიც იშვიათად მგზავრობს მეტროთი, თუმცა ის ყველაზე სწრაფ სამგზავრო საშუალებად ითვლება და ალბათ ადამიანი არ არსებობს, ვისაც ერთხელ მაინც არ უმგზავრია ამ მიწისქვეშა ტრანსპორტით. მეტროს თბილისის პირველი ხაზი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ექვსი სადგურისაგან შედგებოდა. ამჟამად კი მეტროპოლიტენში 2 ხაზი, 1 მშენებარე და 21 მოქმედი სადგურია. ბუნებრივია თითოეულ მათგანს თავის სახელწოდებები აქვს. ვინ იცის, რამდენჯერ გვსმენია ფრაზა: "შემდეგი გაჩერება ნაძალადევი"... ეს მეტროსადგურიც პირველი ხაზის მშენებლობის დასრულებისთანავე გაიხსნა სახელწოდებით "ოქტომბერი", მოგვიანებით სახელი იცვალა და დღემდე ზოგიერთისთვის უცნობია, რას წარმოადგენს ეს დასახელება.

თბილისის ამ უბანში ხალხმა დასახლება XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. წლების განმავლობაში ნაძალადევი ერთ-ერთ ყველაზე დაუგეგმავ და ქაოსურად გაშენებულ უბნად ითვლებოდა, ვინაიდან რკინიგზის მუშები აქ ხელისუფალთა დაუკითხავად, თვითნებურად, შეიძლება ითქვას ნაძალადევადაც კი აშენებდნენ მცირე ზომის სახლებს. ქალაქის მმართველობა არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მის კეთილმოწყობას. ამის გამო 1905 წელს ხელისუფლებამ ამ უბანს "ნაძალადევი", რუსულად კი "ნახალოვკა" შეარქვა.

ნაძალადევის დასახლება თბილისი-ფოთის (1872 წელს) და თბილისი-ბათუმის (1883 წელს) სარკინიგზო მაგისტრალების მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყო. პირველად ხალხი დიდუბისა და სადგურის მიდამოებში დასახლდა. იმ დროს რკინიგზის გადაღმა მხარე ჯერ კიდევ დაუსახლებელი იყო და მოსახლეობა ამ მიდამოებს საქონლის საძოვრად, პურისა და ქერის სათესად იყენებდა. აქედანვე გადიოდა გზა ავჭალისა და თიანეთისკენ, რომელზეც კანტიკუნტად თუ გაივლიდნენ ურმები. როდესაც დიდუბისა და სადგურის უბნებში ქოხმახები ჩაიდგა და თავისუფალი მიწის ნაკვეთების შოვნა გაძნელდა, ნაძალადევში ხალხმა მასობრივად იწყო მიწევის "დატაცება".

ამ ადგილის "ათვისებას" განსაკუთრებით შეუწყო ხელი რკინიგზის მთავარი სახელოსნოების ხაშურიდან თბილისში გადმოტანამ და 1883 წელს ბაქო-თბილისის რკინიგზის გახსნამ. ნაძალადევის პირველი მოსახლენი იყვნენ თბილისის კვანძის რკინიგზელები, რომლებიც შეიძლება ითქვას, თავადვე აგეგმარებდნენ კვარტალებს და ქუჩებსაც სახელებს თვითნებურად არქმევდნენ. ეს აშფოთებდა ქალაქის ადმინისტრაციას. მიუხედავად სასტიკი ბრძანებისა და აკრძალვებისა, სამართალდამცავები ვერ ასწრებდნენ პატარ-პატარა ქოხმახების დანგრევას, რომლებიც უკაცრიელ ადგილებში ღამის საათებში შენდებოდა. აქ მცხოვრებ რკინიგზელებს, ქალაქის თვითმმართველობასთან ერთად, სტიქიასა და ნადირთან ბრძოლაც უწევდა: წვიმის დროს მოსაზღვრე მთის კალთებიდან ნიაღვრები ჩამოედინებოდა, ღამღამობით კი ირგვლივ მგლები და ტურები დაიარებოდნენ. ნაძალადევის ქუჩებზე ღამით ძალიან ბნელოდა, მოუწესრიგებელი იყო ინფრასტრუქტურა, არსად იყო ქვაფენილი, წყალსადენი, კანალიზაცია. მოსახლეობა ჭის წყლით სარგებლობდა... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ