დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინმა ძალიან ბრძნული და კეთილგონიერი გადაწყვეტილება მიიღო, ალტერნატივა კატასტროფული და მიუღებელი იქნებოდა

დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინმა ძალიან ბრძნული და კეთილგონიერი გადაწყვეტილება მიიღო, ალტერნატივა კატასტროფული და მიუღებელი იქნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის "ბრძნულ გადაწყვეტილებას", კუნძულ გუამის მიმართულებით რაკეტების არგაშვების შესახებ.

"ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ძალიან ბრძნული და კეთილგონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ალტერნატივა კატასტროფული და მიუღებელი იქნებოდა!", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე.

გუშინ კიმ ჩენ ინმა სტრატეგიული ძალების შემოწმებისას განაცხადა, რომ მზად არის კიდევ გარკვეული დრო უყუროს "ამერიკელების სულელურ საქციელს", თუმცა რჩევა მისცა ამერიკულ მხარეს, ნათელი გონებით აწონონ ყველა პლუსი და მინუსი და გაიაზრონ, რომ კონფრონტაცია ორივე მხარისთვის არახელსაყრელია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"