4 დაღუპული და 30-მდე დაშავებული - თავდასხმა ბარსელონაში

4 დაღუპული და 30-მდე დაშავებული - თავდასხმა ბარსელონაში

ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

თავდაპირველად ბარსელონის ტურისტულ ცენტრში Las Ramblas-ზე სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.

თვითმხილველების განცხადებით, ისმოდა სროლის ხმაც.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. პოლიცია 30-მდე დაშავებულის შესახებ იტყობინება. ძალოვანი უწყება "თვითერის" ვებგვერდზე წერს, რომ მომხდარი შესაძლოა ტერაქტს უკავშირდებოდეს. ესპანური მედიის ნაწილი კი 4 დაღუპულის შესახებ იუწყება.

ნახეთ პირველი კადრები

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"