გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა - ბოლო ინფორმაცია ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შესახებ

გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა - ბოლო ინფორმაცია ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შესახებ

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი ათს გადააჭარბა. 13 გარდაცვლილის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას "როიტერი". თუმცა, მედია არ გამორიცხავს, რომ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს.

ნახეთ ვიდეო: პირველი კადრები ტერაქტის ადგილიდან

რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძღოლმა გაქცევა მოახერხა და სამართალდამცავები მისი დაკავებისთვის საჭირო ღონისძიებებს ახორციელებენ.

ადგილობრივი პოლიცია მოქალაქეებს, მათ შორის ტურისტებს მოუწოდებს, ხალხმრავალ ადგილებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. გადაკეტილია როგორც რამბლას მოედანი, ასევე მისი პარალელური ქუჩები, დაკეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მუშაობა შეაჩერა მეტროპოლიტენმა. ჯერჯერობით ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია ოფიციალურად არ მინიჭებია, თუმცა ქალაქის მასშტაბით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

ნახეთ ვიდეო: კადრები უკომენტაროდ - რა ხდებოდა ადგილზე, სადაც ტერაქტი მოხდა

ნახეთ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებით "ცხელი ხაზის" ნომერს აქვეყნებს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"