კატალონიის პოლიციამ დღეს დილით, ქალაქ რიპოლიში, ბარსელონასა და კამბრილსში მომხდარი ტერაქტების მესამე ეჭვმიტანილი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais იუწყება.
ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.
აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო.
ასევე, ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში გუშინ სამართალდამცველებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს. მათ 4 ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილია 1 ეჭვმიტანილი. მათ შაჰიდის ქამრები ეკეთათ.