აშშ-მა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის ვიზის გაცემა შეაჩერა

აშშ-მა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის ვიზის გაცემა შეაჩერა

2017 წლის 23 აგვისტოდან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის არაიმიგრაციული ვიზების გაცემა შეჩერდება. აღნიშნულის შესახებ რუსეთში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

"რუსეთის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის რაოდენობის შემცირების თაობაზე კითხვის ქვეშ აყენებს რუსეთის მისწრაფების სერიოზულობას ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ. ჩვენ დიპლომატიური მისიის რაოდენობას იმ დონეზე შევინარჩუნებთ, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირითადი ფუნქციები შევასრულოთ", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც აშშ-ს საელჩოში აღნიშნეს, აღნიშნულთან დაკავშირებით 23 აგვისტოდან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული არაიმიგრაციული ვიზების გაცემა შეჩერდება. 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან ვიზების გაცემა მოსკოვში განახლდება, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ს საკონსულოებში ვიზების გაცემის პროცედურა განუსაზღვრელი დროით შეჩერდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"