პეტერბურგში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე 72 წლის ქალი დააკავეს

პეტერბურგში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე 72 წლის ქალი დააკავეს

პეტერბურგში 24 აგვისტოს მიმდინარე აქციაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნებოდა, აქციის 72 წლის მონაწილე დააკავეს. მხატვარ ელენა ოსიპოვას დაკავების მიზეზი მისი პლაკატი გახდა, წარწერით: "უკრაინა გვაპატიე! შენი და ჩვენი თავისუფლებისთვის".

პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს მოსთხოვეს დემონსტრაცია შეეწყვიტათ და "არ დაერღვიათ რუსეთის კანონმდებლობა". მას შემდეგ რაც დემონსტრანტებმა უარი თქვეს აქციის შეწყვეტაზე, 72 წლის ელენა ოსიპოვა სამართალდამცველებმა მანქანაში ჩასვეს.

ოსიპოვას "პეტერბურგის სინდისს" უწოდებენ, ის ცნობილია პოლიტიკური და სოციალური თემატიკის ნამუშევრებით, რომლითაც ის სხვადასხვა აქციაზე გამოდის. აქამდე ხელოვანი ორჯერ დააკავეს აქციებზე.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"