აზერბაიჯანის სამხედრო ბაზაზე ძლიერი ხანძრის შედეგად, რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაიკეტა

აზერბაიჯანის სამხედრო ბაზაზე ძლიერი ხანძრის შედეგად, რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაიკეტა

აზერბაიჯანში სამხედრო ბაზაზე იარაღის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მაგისტრალი "ბაქო-რუსეთის ფედერაციის საზღვარი" გადაიკეტა. ირგვლივ მდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაშავებულები და მსხვერპლი არ არის. ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზაზე, რომელიც გილიაზი ხიზინსკის რაიონში მდებარეობს, იარაღის საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. აფეთქებების შედეგად, ირგვლივ მდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"