ბარსელონაში ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია - "არ მეშინია" გამართა. აქცია კატალონიაში მომხდარ ტერაქტს უკავშირდებოდა, რომლის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა.
საპროტესტო აქციას ესპანეთის მეფე ფელიპე, პრემიერ - მინისტრი და კატალონიის რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელიც შეუერთდნენ.
ესპანეთის პოლიციის ცნობით, რომელიც აქციის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფდა, მსვლელობაში მონაწილეობა ნახევარ მილიონამდე ადამიანმა მიიღო, მათ შორის იყვნენ ესპანეთის მუსლიმი მოსახლეობა.