აზერბაიჯანის სამხედრო ბაზაზე ძლიერი ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანია ჰოსპიტალიზებული

აზერბაიჯანის სამხედრო ბაზაზე ძლიერი ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანია ჰოსპიტალიზებული

აზერბაიჯანში სამხედრო ბაზაზე იარაღის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. მათივე ინფორმაციით, ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. "აფეთქებების დროს ისინი ნასხლეტების შედეგად დაშავდნენ", - განაცხადეს უწყებაში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საწყობში თავდაპირველად ხანძარი გაჩნდა, რასაც აფეთქებები მოყვა. რამდენიმე ჭურვი გილიაზის დასახლებაში, ირგვლივ მდებარე შენობებს მოხვდა.

მომხდარის შედეგად, მაგისტრალი "ბაქო-რუსეთის ფედერაციის საზღვრის" გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"