ჩრდილოეთ კორეამ რუს ტურისტებს კარი გაუღო

ჩრდილოეთ კორეამ რუს ტურისტებს კარი გაუღო

რუსეთში პირველი ტურისტული სააგენტო გაიხსნა, რომელიც ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობას შესთავაზებს.

სააგენტო NKOREAN-მა ფხენიანში ლიცენზია ოფიციალურად მიიღო.

"როიტერის" ინფორმაციით, სააგენტო რუს ტურისტებს სთავაზობს აღმოაჩინონ ჩრდილოეთ კორეის კულტურა და ისიამოვნონ "იმაზე უსაფრთხო საღამოებით, ვიდრე ეს ლონდონშია".

როგორც "როიტერი" წერს, ქვეყანაში შესვლამდე ტურისტები სავალდებულო შემოწმებას გაივლიან, ტურისტების თანმხლები იქნება გიდი, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს "მათ ადექვატურ ქცევას და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. ამასთან ერთად, რუს ტურისტებს ეკრძალებას სტრატეგიული და სამხედრო შენობებისთვის ფოტოების გადაღება, ასევე "არ არის რეკომენდირებული ადგილობრივებთან ხანგრძლივი გასაუბრება".

განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"