როგორ გამოიყურება სოსო პავლიაშვილის მეუღლე, რომელიც მომღერალზე 16 წლით უმცროსია

როგორ გამოიყურება სოსო პავლიაშვილის მეუღლე, რომელიც მომღერალზე 16 წლით უმცროსია

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა მეორედ სამიოდე წლის წინ იქორწინა. მისი რჩეული უკვე მრავალი წელია მოცეკვავე და მოღერალი ირინა პატლახია, რომელიც პარტნიორზე 16 წლით უმცროსია. წლების ურთიერთობისა და ორი ქალიშვილის შემდეგ, პავლიაშვილმა ოფიციალურად იქორწინა საყვარელ ქალზე.

ფოტოგალერეა

წყვილის ურთიერთობა უკვე 20 წელიწადს ითვლის და ამ ხნის მანძილზე, ისინი არამხოლოდ ოჯახში, არამედ სცენაზეც არიან პარტნიორები. ირინამ და სოსომ ერთმანეთი 1997 წელს გაიცნეს - გოგონა ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო 16 წლის, მამაკაცი კი 32 წლის, უკვე პოპულარული მომღერალი.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში პატლახი იხსენებს, მოსკოვში პიონერთა სასახლეში გაიცნო, სადაც თავად დრამატულ წრეზე დადიოდა, სოსოს კი ამავე შენობაში ჰქონდა სტუდია. გოგონა მომღერალთან ავტოგრაფის სათხოვნელად მივიდა, თუმცა პავლიაშვილს მისი მომხიბვლელობა არ გამოჰპარვია.

ირინა პატლახი არაჩვეულებრივ ფორმაშია, ცეკვავს, ბოლო წლებში კი აქტიურად მღერის კონცერტებზე მეუღლესთან ერთად.

საყვარელ მამაკაცს ირინამ ორი ქალიშვილი გაუჩინა: ლიზა და სანდრა, რომლებიც 13 და 9 წლის არიან.

სოსო პავლიაშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს 30 წლის ვაჟი ლევანი და მთელი ოჯახი ბედნიერად ცხოვრობს ერთად.

პავლიაშვილებმა ცოტა ხნის წინ დაასრულეს ოცნების სახლის მშენებლობა. გრანდიოზული ვილა მოსკოვის გარეუბანში მდებარეობს. მომღერალი და მისი მეუღლე სახლის მთავარი დიზაინერები არიან.

სოსო პავლიაშვილის თქმით, მყუდრო სახლი, რომელსაც რამდენიმე წელია სიყვარულითა და დიდი მონდომებით აშენებენ, მათი სიყვარულის განსახიერებაა (იხილეთ ფოტო და ვიდეო პავლიაშვილების სახლიდან)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება