ვინ იყო საქართველოს მოქალაქე, რომელიც სირიაში მეუღლესა და 4 შვილთან ერთად დაიღუპა

ვინ იყო საქართველოს მოქალაქე, რომელიც სირიაში მეუღლესა და 4 შვილთან ერთად დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, პანკისელი, სოფელ ომალოს მკვიდრი, 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი ცოლთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად დაიღპა. მისი მეუღლე - 26 წლის ლეილა გაურგაშვილი, ასევე პანკისელი იყო, სოფელ დუისიდან. სოფელ ომალოში ტოხოსაშვილებისა და გაურგაშვილების ოჯახებში, შვილების დაღუპვასთან დაკავშირებით, სამძიმარს იღებენ...

ოჯახის წევრებს ლევან ტოხოსაშვილისა და მისი ცოლ-შვილის გარდაცვალების შესახებ სირიიდან შეატყობინეს. მათივე თქმით, სირიიდან მიღებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილების ოჯახი დაბომბვაში მოჰყვა.

ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. ლევან ტოხოსაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრი იყო. სირიაში იმყოფება მისი ძმაც.

ამ დროისთვის, ერაყსა და სირიაში მიმდინარე სხვადასხვა შეტაკებების დროს პანკისელი ახალგაზრდების გარდაცვალების 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გარდაცვლილთა ახლობლებმა პანკისის სათემო Radio Way-სთან საუბარში თქვეს, რომ ლევან ტოხოსაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოდან დაახლოებით 2 წლის წინ წავიდა. სირიაში ის თურქეთიდან გადავიდა. ამჟამად, პანკისში, სოფელ ომალოში დედა, მისი და და ძმა ცხოვრობენ.

ეს უკვე 26-ე პანკისელია, რომელიც ერაყსა და სირიაში საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა, მათგან ყველაზე პატარა ასაკის იყვნენ - 2014 წელს დაღუპული 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი და 18 წლის ბესო კუშტანაშვილი...

გარდაცვლილი ლევან ტოხოსაშვილის ძმის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე