კლაუდია შიფერმა შვილს უჩვეულო სახელი დაარქვა

კლაუდია შიფერმა შვილს უჩვეულო სახელი დაარქვა

გერმანელი სუპერმოდელი კლაუდია შიფერი ახალდაბადებული ქალიშვილის სახელს იმ დრომდე არ ამხელდა, ვიდრე გოგონა ყველა ახლობელმა და ნათესავმა არ გაიცნო.

რამდენიმე დრის წინ კლაუდიამ, როგორც იქნა, შვილის სახელი გაამხილა. კოსიმა ვაიოლეტ ვონ დრიუმონი - ასეთი უჩვეულო სახელი დაარქვა მოდელმა ჩვილს, რომელიც 14 მაისს ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში დაიბადა.

კლაუდია შიფერი ამბობს, რომ "კოსიმა" იტალიური სახელია და "წესრიგს" ნიშნავს... 39 წლის კლაუდია შიფერი და მეტიუ ვონი 8 წლის წინ შეუღლდნენ.

კოსიმა ვაიოლეტ ვონ დრიუმონის გარდა მათ ოჯახში 5 წლის გოგონა კლემენტინა და 7 წლის ბიჭი კასპარი იზრდებიან.

ნატო მანჯავიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება