ქარიშხალ "ჰარვის" გამო, ლუიზიანას შტატში მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მოხდა

ქარიშხალ "ჰარვის" გამო, ლუიზიანას შტატში მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მოხდა

ტეხასის შტატის შემდეგ ქარიშხალი "ჰარვი" ლუიზიანას შტატს დაატყდა თავს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, კალკაშუს, ჯეფერსონ დევისისა და სენტ მარტინიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

შტატის მასშტაბით მობილიზებულია მაშველთა ჯგუფები. დაზარალებული მოსახლეობისთვის თავშესაფარს ამზადებენ.

ამერიკელი მეტეოროლოგები ლუიზიანას შემდეგ, ტროპიკულ შტორმს არკანზასში, მისურისა და ტენესის შტატებში პროგნოზირებენ.

როგორც ცნობილია, ტეხასის შტატში შტორმ "ჰარვის" 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"