ახალგაზრდამ ტაჯიკეთის პრეზიდენტს ლექსი მიუძღვნა, პრეზიდენტმა კი მას ცოლი "აჩუქა"

ახალგაზრდამ ტაჯიკეთის პრეზიდენტს ლექსი მიუძღვნა, პრეზიდენტმა კი მას ცოლი "აჩუქა"

ერთი თვის წინ 23 წლის ტაჯიკი საიდშო ასროროვი დაუოჯახებელი მასწავლებელი იყო. ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალ რახმონისთან შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა. 16 აგვისტოს რახმონი ზარგარ ბოხტარსკის რაიონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვედრის დროს ასროროვი მიკროფონთან მივიდა და განაცხადა, რომ ბედნიერია ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრის გამო.

"როგორც ახალგაზრდა მასწავლებელი, ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ თავს, რადგან თქვენ წინ საუბრის საშუალება მეძლევა" - განაცხადა ასროროვმა. ამის შემდეგ მან რახმონის საპატივცემულოდ ლექსი წაიკითხა. პრეზიდენტი ლექსის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა, ყავდა თუ არა საიდშოს ცოლი. როდესაც მასწავლებელმა უარყოფითად უპასუხა, ქვეყნის პირველმა პირმა ბოხტარსკის რაიონის ხელმძღვანელობას უბრძანა, სასწრაფოდ მოეძებნათ საცოლე ახალგაზრდა მასწალებელისთვის და მას ქორწილის ორგანიზებაშიც დახმარებოდნენ.

რაიონის ხელმძღვანელობამ მალევე შეასრულა ბრძანება - პრეზიდენტთან შეხვედრიდან 10 დღის შემდეგ ასროროვი დაოჯახდა, მას ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მედდა შერთეს ცოლად. პატარძალმა სიძეს ერთი პირობა წამოუყენა: ქორწინების შემდეგ მუშობას გააგრძელებდა. მოგვიანებით პატარძლის დედამ გაამხილა, რომ სხვა კანდიდატები უარზე იყვნენ, რომ ცოლს მუშაობა გაეგრძელებინა.

ტაჯიკეთში ქორწილები, სადაც ნეფე-პატარძალი ერთმანეთს არ იცნობს ჩვეულებირვი მოვლენაა. ხშირად ასეთი ქორწილები ტრაგედიით მთავრდება. თუმცა ქორწილი, რომელიც პრეზიდენტის თხოვნით შედგა და სახელმწიფოს ხარჯებით დაორგანიზდა, უნიკალური შემთხვევაა.

მომზადებულია currenttime.tv-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"