მოსკოვში ტერაქტები აღკვეთეს

მოსკოვში ტერაქტები აღკვეთეს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა მოსკოვში ცენტრალური აზიის რეგიონის მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც 1-ელ სექტემბერს მოსკოვში ტერაქტებს გეგმავდნენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, იგეგმებოდა ორი ტერაქტი: ცივი იარაღით თავდასხმა და თვითაფეთქება.

„უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე ცენტრალური აზიის რეგიონის ორი მოქალაქის დანაშაულებრივი საქმიანობა აღკვეთა, რომლებიც 1-ელ სექტემბერს ტერორისტულ აქტებს ამზადებდნენ ქალაქ მოსკოვში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი სიმძლავრის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. არსებული ინფორმაციით, ორივე დაკავებული ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არიან.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"