19 წლის რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ანორექსიის გამო სპორტი დატოვა

19 წლის რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ანორექსიის გამო სპორტი დატოვა

მოციგურავე იულია ლიპნიცკაია, რომელმაც 2014 წელს სოჭში ჩემპიონობა მოიპოვა, 19 წლის ასაკში სპორტიდან წავიდა. ამის მიზეზად ანორექსია სახელდება.

როგორც ლიპნიცკაიას დედამ რუსულ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, იულიამ უკვე აცნობა სპორტიდან მისი წასვლის გადაწყვეტილების შესახებ ფიგურული სრიალის ფედერაციის ხელმძღვანელობას. ბოლო სამი თვის განმავლობაში, მოციგურავე ანორექსიის მწვავე ფორმას ებრძოდა.

პროფესიონალები ამბობენ, რომ ეს შედეგი ადვილად პროგნოზირებადი იყო: სოჭის ოლიმპიადაზე ის 15 წლის იყო და 35 კილოგრამს იწონიდა, შემდეგ კი მოზარდობაში შევიდა და წონის შენარჩუნება დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: 15 წლის იულია ლიპნიცკაიას ფენომენალური გამოსვლა სოჭის ოლიმპიადაზე

სპორტის დამსახურებული ოსტატი, ალექსეი იაგუდინი ამბობს, რომ პატარა ასაკში სპორტსმენებისთვის ფიზიკური დატვირთვა, ხშირად მათ ძალებს აღემატება, აქედან იწყება პრობლემებიც: "ძალები არ გაქვს, მაგრამ კარგად გრძნობ თავს რადგან ვარჯიშობ. დილით იწონები, ტუალეტის შემდეგ იწონები, ყავას დალევ იწონები, გაირბენ იწონები. თავიდან თამაშივითაა, შემდეგ კი გაცილებით სასტიკ თამაშს ემსგავსება".

ფიგურისტი იულია ანტიპოვაც საკუთარი ფორმის პიკში 15 წლის ასაკში იყო, როდესაც 33 კილოგრამს იწონიდა, შემდეგ კი ასაკთან ერთად მომატება დაიწყო.

იულია ანტიპოვა, მოციგურავე: "მწვრთნელმა მითხრა ან დაიკლებ, ან აღარ ისრიალებო. 36 კილომდე ჩამოვედი, შემდეგ კი უკვე წონა თავისით ეცემოდა. ეს წონის შიშია. დილით მიდიხარ, მწვრთნელი გწონის, ხედავ დიდ ციფრს და გონებაში ბლოკი ჩნდება. შემდეგ კი ყოველ ოც წუთში გიჟივით დგახარ სასწორზე".

ცნობისათვის, 15 წლის ასაკში გაიმარჯვეს და კარიერა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაასრულეს: ოქსანა ბაიული, ტარა ლიპინსკი, სარა ჰიუზი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"