ჩავესმა მედია კიდევ უფრო შეავიწროვა

ჩავესმა მედია კიდევ უფრო შეავიწროვა

ვენესუელაში სპეციალური სააგენტო შეიქმნა, რომელიც მასმედიის საშუალებებს გააკონტროლებს, რათა მათი მოქმედებები არ ეწინააღმდეგებოდეს სახელმწიფო ინტერესებს. 

სააგენტოს, რომლის სახელწოდებაა Cesna, მიეცა უფლება აკრძალოს, ან შეზღუდოს მედიით გარკვეული ინფორმაციის გავრცელება.

რა სახის ინფორმაცია მიიჩნევა ანტისახელმწიფოებრივად, უცნობია. Cesna მასმედიაში გასულ ყველა ინფორმაციას შეკრებს, დაამუშავებს და გააანალიზებს.

დღეს ვენესუელაში ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ერთადერთი ტელეარხია - Globovision, რომლის პრეზიდენტი და მეპატრონე წელს მარტში ხელისუფლებისა და ქვეყნის პირველი პირის შეურაცხყოფის ბრალდებით დააპატიმრეს.  

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა