მოსკოვმა ვარშავას ტუ-154-ის "შავი ყუთების" ყალბი ჩანაწერები გადასცა

მოსკოვმა ვარშავას ტუ-154-ის "შავი ყუთების" ყალბი ჩანაწერები გადასცა

რუსულმა მხარემ კაჩინსკის თვითმფრინავის "შავი ყუთების" ჩანაწერების სტენოგრამა შეცვალა, რის შედეგადაც პოლონეთს 31 მაისს სულ სხვა დოკუმენტი გადასცეს.

ამგვარი განცხადება პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა ბარტოშ სტროინსკიმ გააკეთა. სტროინსკი სხვა ექსპერტებთან ერთად მოსკოვში ჩავიდა და "შავი ყუთების" გაშიფრვაში მონაწილეობა მიიღო, წერს პოლონური გამოცემა Super Express.

ის ამტკიცებს, რომ სტენოგრამის ასლზე, რომელიც პოლონელებს გადასცეს, მისი ხელმოწერა ვერ აღმოაჩინა, თუმცა მოსკოვში ყოფნის დროს ვიცე-პოლკოვნიკმა დოკუმენტს თავად მოაწერა ხელი. გარდა ამისა, სტენოგრამა რომელიც 1 ივნისს ვარშავაში გამოაქვეყნეს, 2 მაისით არის  დათარიღებული, ხოლო სტროინსკი აცხადებს, რომ მან უფრო ადრე მოახდინა მისი ვიზირება. ამ ყველაფრის შესახებ სამხედრო ექსპერტმა პოლონური ტელარხ TVN24-ის ჟურნალისტებს უამბო, იტყობინება გამომცემლობა.

ბარტოშ სტროინსკი ტუ-154-ის ერთ-ერთი პილოტი იყო. პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე სამი დღით ადრე მან კატინში, ვლადიმერ პუტინის მიწვევით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ჩაიყვანა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა