"ვიღაც ვიგინდარამ მესროლა, მაგრამ გადავრჩი" - რას ამბობს კაბუ დაშვებულ შეცდომებზე, ნარკოტიკებზე... საფრანგეთში ცხოვრებაზე?

"ვიღაც ვიგინდარამ მესროლა, მაგრამ გადავრჩი" - რას ამბობს კაბუ დაშვებულ შეცდომებზე, ნარკოტიკებზე... საფრანგეთში ცხოვრებაზე?

თითქმის საათი ვისაუბრეთ - წარსულზე, დაშვებულ შეცდომებზე, ნარკოტიკებზე, ადამიანებზე, კიდევ ბევრ რამეზე... 2 წელია, კაბუ, იგივე კახა აბუაშვილი, საფრანგეთში გაემგზავრა. ამბობს, რომ კეთილი ადამიანების გვერდში დგომით, შეძლო და გამოიცვალა, იმკურნალა, უკვე რამდენიმე სიმღერაც ჩაწერა და გეგმებიც დასახა.

- კაბუ, რა იყო საქართველოდან გამგზავრების მიზანი?

- ვიმკურნალე. არ მიყვარს ამაზე საუბარი. მინდა რაღაც პერიოდი ჩემი წარსულიდან საერთოდ არ გავიხსენო. ჩემმა მეგობარმა პაატა ახალაძემ წამომიყვანა საფრანგეთში და ძალიან მომხედა. მასთან ერთად სხვა აქაურმა ქართველებმაც. ამდენ ხალხს თუ ვუყვარდი, არ მეგონა.

- რას საქმიანობთ?

- ერთი დუეტი ჩავწერე, მალე კიდევ რამდენიმე სიმღერას ჩავწერ. აქაურ ქართველებთან ერთად კლუბურ საქმიანობასაც ვგეგმავ.

- ჩამოსვლას აპირებთ?

- ჯერ არა. ჩემი შვილები მენატრებიან, გიო 15-ისაა, კესო - 13-ის. ორივეს ძალიან ლამაზი თვალები აქვს. კესუნა სცენისკენ მიიწევს. გიორგის ქირურგობა აქვს გადაწყვეტილი, საიდან მოიტანა, არ ვიცი, მოინდომა და მიდის მიზნისკენ.

- ნარკოტიკების პრობლემა ქართველი ახალ­გაზრდებისთვის უცხო არ ყოფილა. თქვენ ერთ-ერთი მაგალითი იყავით, რომელიც სხვებზე მეტად ჩანდით და ხშირად ხდებოდით განსჯის საგანი.

- შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო ჰეროინობანა. მერე ამათმაც გაშალეს ფრთები, ფულები აკეთეს ჯიგრებმა გაყიდვითაც, ფსიქოტროპულებითაც და ჯარიმებითაც.

ადამიანი რომ რაღაცაზე დამოკიდებული ხდება, მერე ძნელია მისგან თავის დაღწევა.

მესმის, რომ სენია, სირცხვილია, 21-ე საუკუნეში რა დროს ნემსია, მაგრამ ეგრე დაგვემართა, ვისაც მიდრეკილებაც კი არ ჰქონდათ, იმათაც დაემართათ.

მე მთელი ცხოვრება იმას ვმღეროდი, ფუ, რა ცუდია წამალი-მეთქი და უცებ გავიხედე, ერთ დილასაც ზუსტად ისეთი აღმოვჩნდი, ვისაც სიმღერებში დავცინოდი.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება