ქარიშხალი "ირმა" ატლანტის ოკეანის ისტორიაში ყველაზე ძლიერია - გამანადგურებული სტიქია ფოტოებში

ქარიშხალი "ირმა" ატლანტის ოკეანის ისტორიაში ყველაზე ძლიერია - გამანადგურებული სტიქია ფოტოებში

ქარიშხალი "ირმა" რეკორდებს ამყარებს. ქარის სიჩქარის გამომთვლელის დაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ "ირმა" ყველაზე ძლიერი ქარიშხალია ისტორიაში. საათში მისი სიჩქარე 298 კილომეტრია. ოთხშაბათს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს კარიბის კუნძულებს. მოგვიანებით "ირმა" შეინიშნა პუერტო რიკოს ჩრდილოეთით, სადაც მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. დღეს "ირმას" დომინიკის რესპუბლიკაში და ჰაიტიში ელიან.

დაათვალიერეთ ფოტოგალერე

ჯერჯერობით უცნობია, მიაღწევს თუ არა შტორმი ფლორიდაში ან კონტინენტურ ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე ნაწილზე. ამინდი უარესდება და ადგილობრივი მთავრობა ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება. "ირმა" ყველაზე ძლიერი შტორმია ატლანტის ოკეანეში. მიუხედავად იმისა, რომ "ირმას" ზომა, სიღრმე და სიჩქარე მომავალში შეიცვლება, ერთი რამ ცხადია, აღმოსავლეთ კარიბის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს დიდი საფრთხე ელით.

ფლორიდამ და პუერტო რიკომ უკვე გამოაცხადეს მზადება კატასტროფის თავიდან ასარიდებლად. ევაკუაცია, თავშესაფრების და რესურსების გადანაწილება აქტიურად მიმდინარეობს. სექტემბრის თვე ქარიშხლების სეზონის პიკად ითვლება. "ირმასთან" ერთად უკვე გამოჩნდა ორი სხვა ქარიშხალი, ხოსე და კატია.

მომზადებულია vox.com-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"