უკრაინული მედია - კიევში მომხდარი აფეთქებისას, რომლის დროსაც რუსლან პაპასკირი გარდაიცვალა, მანქანაში Dior-ის ყოფილი სახე, ცნობილი მოდელი იმყოფებოდა

უკრაინული მედია - კიევში მომხდარი აფეთქებისას, რომლის დროსაც რუსლან პაპასკირი გარდაიცვალა, მანქანაში Dior-ის ყოფილი სახე, ცნობილი მოდელი იმყოფებოდა

კიევში მომხდარი აფეთქებისას, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე, თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი გარდაიცვალა, ცნობილი უკრაინელი მოდელი ნატალია კოშელი დაშავდა. დაშავებულის ვინაობა და ფოტოები უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო "კანალ 24"-მა გაავრცელა. მანამდე კი ტელეკომპანია 112-მა მოდელიც მეგობრისგან კომენტარი მოიპოვა, სადაც ის ამბობს, რომ დაშავებული ქალი ცნობილი მოდელია, ის Dior-ის ყოფილი სახეა და მისი სახელი ნატალიაა. მან მოდელის გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.

წაიკითხეთ ასევე: კიევში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულ უკრაინელ მოდელს, „დიორის“ ყოფილ სახეს ნატალია კოშელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა

იხილეთ ვიდეო

მისივე თქმით, აფეთქებისას მანქანაში მყოფი ბავშვი 6 წლის ბიჭია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა აკავშირებს Dior-ის ყოფილ სახეს, ნატალია კოშელს რუსლან პაპასკირთან, ასევე უცნობია თუ ვისი შვილია აფეთქებისას გადარჩენილი არასრულწლოვანი ბიჭი.

იხილეთ ვიდეო: როგორ გადაყავთ დაშავებული მოდელი, რომელიც კიევში აფეთქებულ მანქანაში რუსლან პაპასკირთან ერთად იჯდა

წაიკითხეთ ასევე: უკრაინის სპეცსამსახურები - კიევში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა" რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო

ვინ არის კიევში გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, იგივე "ზონა" და რა გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს მისი სახელი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ