შევა თუ არა უკრაინაში გაერო-ს სამშვიდობო მისია?

შევა თუ არა უკრაინაში გაერო-ს სამშვიდობო მისია?

აღმოსავლეთ უკრაინაში, შესაძლოა, გაეროს სამშვიდობო მისია შევიდეს. ამაზე თანხმობა, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მზად არის, უკრაინის აღმოსავლეთში, გაეროს მეთვალყურეთა მხოლოდ ფრონტის ზოლის გასწვრივ, - უკრაინის არმიისა და სეპარატისტთა ძალების გამყოფ ზოლზე კი არა, სხვა ტერიტორიაზეც განთავსების საკითხი განიხილოს.

კრემლის ინფორმაციით, ამის შესახებ, ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს სატელეფონო საუბრისას განუცხადა - ის დათანხმდა, ეუთოს მეთვალყურეთა მუშაობის ზონაში გაეროს მისიის განთავსებას, რასაც ადრე ეწინააღმდეგებოდა. პუტინმა ამის შესახებ მერკელის წინადადების, მანდატის შეცვლის საჭიროების განხილვისას ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინაში, ადგილობრივი არმიისა და სეპარატისტთა ჯარის გამყოფი ზოლის გასწვრივ, გაეროს მსუბუქად შეიარაღებული მისიის განთავსების მომხრეა...

უკრაინა რუსეთის მიერ დონბასში გაერო-ს მისიის გაგზავნის შესახებ წარდგენილ პროექტს მიუღებელს უწოდებს. გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვლადიმირ ელჩენკომ უკრაინულ ტელეარხ 112-თან საუბრისას აღნიშნა, რომ გაერო-ს სამშვიდობო მისიის უკრაინაში გაგზავნის პროექტში სრულიად არარეალური მიზნებია დასახული.

"პროექტში საუბარია არა გაეროს სამშვიდობო მისიაზე, არამედ მისიაზე, რომლის წევრებმაც უნდა დაიცვან ეუთო-ს მეთვალყურეები. ანუ წარმოიდგინეთ სიტუაცია, - დგანან ეუთოს მეთვალყურეები და მათ იცავენ გაეროს მშვიდობისმყოფელები. ამის ტექნიკურად განხორციელება მე ვერ წარმომიდგენია" - განაცხადა ელჩენკომ.

მისივე თქმით, პროექტში ნათქვამია, რომ გაეროს მისიის წევრები ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ იქნებიან დისლოცირებულები და არა, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე. "ნებისმიერი მისია განლაგდეს უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე, რათა დავუბრუნდეთ 2014 წლამდე არსებულ მდგომარეობას", - განაცხადა გაერო-ში უკრაინის ელჩმა.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გაეროს მისიის შეყვანას, უკრაინული მხარე ითხოვდა, თუმცა, პროექტი სხვანაირად იყო შექმნილი. მაშინ, რუსეთმა უკრაინის ინიციატივაზე უარი განაცხადა. პეტრე პოროშენკომ "ნორმანდიული ოთხეულის" ქვეყნების ლიდერებთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დონბასის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ სატელეფონო საუბრისას, სწორედ ამ თემაზე ისაუბრა.

მაშინ, პოროშენკო დონბასში გაეროს სამშვიდობო მისიის შეყვანის მნიშვნელობაზე საუბრობდა. მისივე თქმით, თუ რუსეთი ამ გადაწყვეტილებას გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს დაადებდა, ამით მსოფლიოს დაანახვებდა, რომ ის აგრესორი და კონფლიქტის მხარეა... ასევე, უკრაინა აუცილებლად მიიჩნევდა თავისი კონტროლისთვის, უკრაინა-რუსეთის საზღვრის დაქვემდებარებასაც, საიდანაც, დონბასში სამხედრო დახმარება შემოაქვთ და რუსი დაქირავებული მეომრები შემოდიან. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "რუსეთი"სამშვიდობო ოპერაციის შემოყვანის იდეისა და მიზნის დამახინჯებას" ცდილობდა".

თუმცა, რუსეთმა მაშინ მაინც თავისი გაიტანა - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გენადი გატილოვის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე გაერო-ს სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების საკითხი თუ გაეროს უშიშროების საბჭოზე განიხილებოდა, რუსეთი ვეტოს უფლებას გამოიყენებდა, ვინაიდან მისივე თქმით, უკრაინის კონფლიქტის დასარეგულირებლად, იმ ეტაპზე მინსკის შეთანხმებაც საკმარისი იყო.

თავის მხრივ, საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პუტინის განცხადება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გაეროს სამშვიდობო მისიის შეყვანის შესახებ, ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან აშკარა დათმობის ნიშანია. დონბასში გაეროს შეიარაღებული სამშვიდობოების შესვლის შემთხვევაში, სამხედრო შეტაკებებისა და პროვოკაციები, შესაძლოა, გარკვეულწილად, განსაკუთრებით "ცხელ წერტილებში" შემცირდეს, სხვაგან კი სულაც შეწყდეს, რადგან გაეროს გამოჩენის შემდეგ, იქ კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობა აღარ იქნება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე