სამართალდამცავებს ვიდეოფირი აქვთ, რომელზეც ჩანს, თუ როგორ მოჰყავს მოქმედებაში პირს დეტონატორი თემურ მახაურის ავტომობილის ასაფეთქებლად - უკრაინული მედია

სამართალდამცავებს ვიდეოფირი აქვთ, რომელზეც ჩანს, თუ როგორ მოჰყავს მოქმედებაში პირს დეტონატორი თემურ მახაურის ავტომობილის ასაფეთქებლად - უკრაინული მედია

უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ვიდეოფირი, რომელზეც ჩანს, თუ როგორ მოჰყავს მოქმედებაში უცნობ ადამიანს დეტონატორი საქართველოს მოქალაქის თემურ მახაურის, იგივე რუსლან პაპასკირის ავტომობილის ასაფეთქებლად, - ამის შესახებ გამოცემა "უკრაინსკიე ნოვოსტი" სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ვიდეოზე ასევე ჩანს, რომ პირი, რომელმაც მახაურის ავტომობილი ააფეთქა, კიევის ბესარაბიის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელში მიიმალა.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ავტომობილის სალონში იყო მოთავსებული.

მისი თქმით, პოლიციამ უარყო ვერსია, თითქოს მახაურს თან ჰქონდა ასაფეთქებელი და მანქანაში სწორედ ის აფეთქდა. გამოცემის წყარომ ასევე განაცხადა, რომ ადგილზე დეტონატორის და მექანიზმის ნაწილები აღმოაჩინეს.

8 სექტემბერს, კიევში ავტომანქანა აფეთქდა, რომელშიც საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი იმყოფებოდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"