ჭიქა ღვინო თუ დიეტური "კოლა" - ტრამპის სადღეგრძელოს გაერო-ში ხმაური მოჰყვა

ჭიქა ღვინო თუ დიეტური "კოლა" - ტრამპის სადღეგრძელოს გაერო-ში ხმაური მოჰყვა

გაერო-ში გამართულ ვახშამზე დონალდ ტრამპმა ჭიქა ღვინო შესვა. ეს ფაქტი სრულიად შეუმჩნეველი დარჩებოდა მსოფლიო მედიისთვის, რომ არა აშშ-ს პრეზიდენტის დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ - მისი ძმა, ფრედ ტრამპი ალკოჰოლის ჭარბი მიღების გამო გარდაიცვალა, ამიტომ დონალდ ტრამპი წლების განმავლობაში სასმელზე უარს ამბობდა.

თუმცა გაეროს "დიდი, ძალიან დიდი პოტენციალის" შესახებ ნათქვამი სადღეგრძელოს შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჭიქა კაბერნეზე უარი არ თქვა.

სოციალურ ქსელებში აშშ-ს პრეზიდენტის მიერ პირობის დარღვევას ხმაური მოჰყვა, რეპორტიორები "ტვიტერზე" გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ჭიქაში, რომელიც დონალდ ტრამპს ხელში ეჭირა, ღვინის ნაცვლად დიეტური "კოკა-კოლა", ანდა - ყურძნის წვენი ჩაასხეს.

ჟურნალისტებმა კომენტარისთვის თეთრ სახლსაც მიმართეს, თუმცა ადმინისტრაციისგან პასუხი ვერ მიიღეს.

ამასთან, საყურადღებო იყო მისი სადღეგრძელო გაერო-ს "დიდ პოტენციალზეც", რადგან მანამდე ტრამპს საერთაშორისო ორგანიზაცია მწვავედ არაერთხელ გაუკრიტიკებია.

"წლების განმავლობაში ვაკრიტიკებდი გაეროს, თუმცა, ისიც აღვნიშნე, რომ ამ ორგანიზაციას დიდი პოტენციალი აქვს," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, დიდი პატივია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეას მისი მშობლიური ქალაქი, ნიუ-იორკი მასპინძლობს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"