შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალს გურიასთან ერთად აჭარაც მასპინძლობდა. ღონისძიებებმასტარტი 31 აგვისტოს ბათუმის საზაფხულო თეატრში აიღო და ურეკში გაგრძელდა, სადაც საუკეთესო ნომრები ქართულფოლკლორულჯგუფებთან ერთად ფესტივალში მონაწილე შემსრულებლებმა უკრაინიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და თურქეთიდანწარმოადგინეს.
ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია, Black Sea Arena-ს, ,,Check in Georgia"-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით წელს მეორედ იმართება და ტრადიციული სახე მიიღო.ფესტივალმა 7 ქვეყნის ფოლკლორიგააერთიანა, რომელიც გრანდიოზული გალა კონცერტით „Black Sea Arena“ - ზე დასრულდა.
„გალა კონცერტზე მრავალფეროვანი და საუკეთესო სანახაობა გველის“ - ასე გვპირდებოდნენ ფესტივალის ორგნიზატორები და არც თუ უსაფუძვლოდ. „Black Sea Arena“ -ს გრანდიოზულ სცენაზეცეცხლოვანი შოუს ესპანელებმა დადგეს - ფლამენკოს შემსრულებელთა ჯგუფი “La Moneta & Flamenco” სპეციალური სტუმრის სტატუსით სწორედ, ფესტივალის დასკვნით კონცერტზე წარსდგა მაყურებლის წინაშე. მათ შეუერთდნენ საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, საქართველოდან და თავიანთი ქვეყნის უნიკალური ხალხური ტრადიციები, სიმღერითა და ცეკვით შემოგვთავაზეს. საქართველოს წელს ანსამბლები „რუსთავი“ და „ბასიანი“ წარმოადგენდნენ.
ფესტივალს დიპლომატიურმაკორპუსმა ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანეს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა და უკრაინის საელჩოებმა. სწორედ, მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზარდა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.

„შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი შარშან დავაფუძნეთ. ასეთი გადაწყვეტილება ფოლკლორის სიყვარულმა განაპირობა. საქართველო ფოლკლორული კულტურის ქვეყანაა. სურვილი გაგვიჩნდა ქართული სცენა სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორისთვისაც დაგვეთმო და აქ, ჩვენთან მოგვეწვია ისინი. პირველი ფესტივალი შარშან გაიმართა და საკმაოდ, დიდიინტერესიგამოიწვია. 24 ანსამბლი, 400-მდემონაწილე - ესუკვედიდიშედეგია. დასაწყისისთვისძალიანკარგი იყო. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ფესტივალი ყოველ წელს უფრო დახვეწილი და უფრო ძლიერი გახდეს. ფესტივალიმშვენივრადდაიწყოდამშვენივრად გაგრძელდება საუკუნეები.წელს იყომეტიმონაწილექვეყანა, მეტიფოლკლორი, მეტი მრავალფეროვნება! მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ქვეყანას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩამოვიდა ჩვენთან სტუმრად და ქართველებთან ერთად ეს ზეიმი მოაწყვეს,“ - აღნიშნა გიორგი დონაძემ.
„ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშნელოვანი ფესტივალი, სადაც მთელი გურია ერთვება. ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობას იღებენ ფოლკლორული ანსამბლები. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, წელს მეორედ იმართება ფესტივალი, რომელიც უკვე 7 ქვეყნის ფოლკლორს აერთიანებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი რეგიონისთვის,“- ფესტივალის მნიშვნელობას ხაზი გაუსვაგურიაშისახელმწიფორწმუნებულმა,გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ.
“ფოლკლორი ძალიან ფაქიზი მუსიკალური ჟანრია და სიფრთხილეა საჭირო. მისი ტრადიცია და ღირებულებები არ უნდა დაირღვეს. თუმცა ყოველი ახალი ღონისძიების დროს მას ახალი სული უნდა შთაბერო, რათა ახალი თაობებისთვის საინტერესო და მიმზიდველი გახადო. ეს არის საგანძური რომელიც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს, ეს არის ქვეყნის ისტორია და ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრდაიცია. მიუხედავად ჩვენი დარბაზის მასშტაბურობისა, ფოლკლორი ეს არის ჟანრი, რომელზეც უარს არცერთ წელს არ ვიტყვით. ამიტომაც უკვე მეორე წელია ბლექ სი არენა არის მასპინძელი და ერთ-ერთი ორგანიზატორი შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის. მეამაყება რომ ამ ღონისძებაში ჩართული ვარ და მთელი წლის განმავლობაში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად ვმუშაობთ, როგორ გავხადოთ ფესტივალი კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი. წელს მაყურებელი გააოცა კონცერტის კულმინაციამ, ეს იყოსაღამოს ყველაზე საინტერესო ნაწილი. ჩვენ ამ დღეს პირველად ვიხილეთ ესპანელი ცეცხლოვანი ქალბატონებისა და ქართველი მამაკაცების დუელი ჩვენს სცენაზე,“ - ფესტივალისგან მიღებელ შთაბეჭდილებებზე საუბრობდა „ბლექსიარენაჯორჯიას” დირექტორიანა კავლელიშვილი.

„შოუს დაწყების წინ ძალან ვღელავდი. როცა შუქი ჩაქრა, სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდიგამოსვლა ძალიან რთული იყო. მაგრამ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა მივიღე, ბედნიერი ვარ, რომ ქართველ მოცეკვავებთან ერთად მომიწია დიდ სცენაზე გამოსვლა,“ - გვითხრა ფლამენკოს შემსრულებელთა ჯგუფის “La Moneta & Flamenco” სოლისტმა.