"ფლეიბოის" დამაარსებელმა საკუთარი საფლავი მერლინ მონროს გვერდით 75 000 დოლარად იყიდა

"ფლეიბოის" დამაარსებელმა საკუთარი საფლავი მერლინ მონროს გვერდით 75 000 დოლარად იყიდა

"ფლეიბოის" დამაარსებელი ჰიუ ჰეფნერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, მერლინ მონროს გვერდით დაიკრძალება.

ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობის საფლავის გვერდით მდებარე ადგილი ჰიუ ჰეფნერმა თავად შეიძინა 1992 წელს 75 000 დოლარად.

მერლინ მონრო პირველი იყო, რომელიც "ფლეიბოის" პირველი ნომრის ყდაზე გამოჩნდა 1953 წლის დეკემბერში.

1949 წელს ახალგაზრდა, დამწყებმა მსახიობმა მერლინ მონრომ ერთ-ერთი ფოტოგრაფის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და დათანხმდა შიშველი და ნახევრადშიშველი პოზიორობას. გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ მონროს 50 დოლარი გადაუხადეს. ოთხი წლის შემდეგ, ჰეფნერმა მონროს ფოტოები 500 დოლარად გამოისყიდა და

მონროს სურათები "ფლეიბოის" პირველი ნომრის ყდაზე განათავსეს. ჟურნალის 50 000 ეგზემპლარი რამდენიმე საათში გაიყიდა.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება