მოსკოვში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს, - ამის შესახებ მან "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
"დამაკავეს, მომიყვანეს, დაცვის ქვეშ ვყავარ და არავინ არაფერი იცის. ვეკითხები, რატომ დამაკავეთ? მპასუხობენ - ახლა გავარკვევთ", - წერს ნავალნი.
ოპოზიციონერის თქმით, ის საკუთარ სახლთან დააკავეს.
რუსეთის შსს-ს მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ნავალნი მომხრეებს არასანქცირებულ საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა.