კონცერტის ორგანიზატორები - ემირ კუსტურიცა აცხადებს, რომ მისი არც ერთი საჯარო გამოსვლა არ ყოფილა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული

კონცერტის ორგანიზატორები - ემირ კუსტურიცა აცხადებს, რომ მისი არც ერთი საჯარო გამოსვლა არ ყოფილა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული

ემირ კუსტურიცა ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი არცერთი საჯარო გამოსვლა არ ყოფილა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული, - ამის შესახებ კუსტურიცას კონცერტის ორგანიზატორი კომპანიის Art Media Group დამფუძნებელმა და დირექტორმა ლელა ასლანიკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზატორი კომპანიისთვის 2009 წელს კუსტურიცას ცხინვალის რეგიონში ვიზიტის შესახებ დღემდე ცნობილი არ იყო. საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, მისი ჩამოსვლა გარკვეული იურიდიული საკითხების დაზუსტებას მოითხოვს. შესაბამისად, "არტ მედია გრუპი" იწყებს ამ საკითხზე კონსულტაციებს და სიტუაციის გარკვევამდე გაყიდვებიდან ხსნის კონცერტს.

ორგანიზატორების თქმით, საკითხის გარკვევამდე კონცერტი გადაიდო, თუმცა ისინი გაუქმებასაც არ გამორიცხავენ იმ შემთხვევაში, თუ მისი ვიზიტი საქართველოში იურიდიულ ნორმებთან შესაბამისობაში არ მოვიდა.

,,მანამდე კი მაქვს უფლებამოსილება გადმოგცეთ თავად ემირ კუსტურიცას პოზიცია. ის, როგორც მსოფლიოს მოქალაქე, როგორც ადამიანი, რომელიც სერბეთის ომმა ლტოლვილად აქცია, ყველანაირი ომის წინააღმდეგია. სხვადასხვა ქვეყნების კონფლიქტურ ზონებში ჩასვლა მისი ცხოვრების ყოველდღიურობაა.

ემირ კუსტურიცა ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი არცერთი საჯარო გამოსვლა არ ყოფილა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული, რომ იგი აკრიტიკებდა საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას და არავითარ შემთხვევაში საქართველოსა და ქართველ ხალხს. რეჟისორის თქმით, ის იცნობს ჩვენს ისტორიასა და კულტურას და მისთვის ძალიან საინტერესოა საქართველოში სტუმრობა. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ვიზიტი ქართული სახელმწიფოსთვის იქნება მისაღები, საქართველოს მოსახლეობისგან კი - მხარდაჭერილი", - განაცხადა ლელა ასლანიკაშვილმა.

სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა თბილისს როკჯგუფის The No Smoking Orchestra-ს შემადგენლობაში გიტარისტის სტატუსით უნდა სწვეოდა.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება