"თუ დავაშავებდით, ყველაზე დიდი სიმკაცრე ის იყო, რომ მთელი დღე გვებუტებოდა..." - რას იხსენებს ნიკუშა შენგელაია დედაზე, სოფიკო ჭიაურელზე

"თუ დავაშავებდით, ყველაზე დიდი სიმკაცრე ის იყო, რომ მთელი დღე გვებუტებოდა..." - რას იხსენებს ნიკუშა შენგელაია დედაზე, სოფიკო ჭიაურელზე

"სოფიკო საერთოდ მეგობრული იყო და ყველას თან გადაყოლა უყვარდა - მეგობარი იყო, კოლეგა, მეზობელი თუ სხვა... ასეთივე იყო შვილებთან!" - ამბობს ნიკუშა შენგელაია, რომელიც დედაზე, უდიდეს მსახიობზე - სოფიკო ჭიაურელზე გვესაუბრა...

- სოფიკო ძალიან ენერგიული იყო და დაკავებულობის მიუხედავად, შვილების თუ ოჯახის მოვლას ყოველთვის კარგად ახერხებდა. თითქმის ყოველდღე ჰქონდა რეპეტიციები და გადაღებები, მაგრამ ყველაფერს ასწრებდა. მკაცრი არასოდეს ყოფილა, უფრო პედაგოგიურად და მეგობრულად გვზრდიდა. თუ რამეს დავაშავებდით, ყველაზე დიდი სიმკაცრე დედისგან ის იყო, რომ მთელი დღე გაგვებუტებოდა და ხმას არ გვცემდა. მაშინ ვხვდებოდით, რომ ცუდად მოვიქეცით... საერთოდ არ იცოდა დაყვირება და გაბრაზება. აღმზრდელობითი, სრულიად სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა. სოფიკო საერთოდ მეგობრული იყო და ყველას თან გადაყოლა უყვარდა –მეგობარი იყო, კოლეგა, მეზობელი თუ სხვა... ასეთივე იყო შვილებთან!

- გვითხარით, რომ ქალბატონი სოფიკო სახლის საქმეებსაც ასწრებდაო...

- დიახ! სამზარეულოშიც ტრიალებდა, როდესაც სტუმრები გვყავდა. ყოველთვის გვყავდა დამხმარე ქალბატონი, მაგრამ სოფიკოც სახლის საქმეებს გვერდს არ უვლიდა... მე და ჩემი ძმა გადასაღებ მოედანზე და თეატრის კულისებში გავიზარდეთ, რადგან სულ თან დავყავდით. როდესაც შესვენება იყო, დედა მე და ჩემს ძმას აუცილებლად რაღაცას გვიქსოვდა, ან გვიკერავდა...

ჩვენს დროს არ იყო ამდენი ტანსაცმლის მაღაზიები და ბრენდები. ერთ ხელ ტანსაცმელში ვიზრდებოდით, ერთმანეთს გადავულოცავდით ხოლმე, როცა აღარ გვრგებდა... სვიტრები, ხელთათმანები თუ კაშნეები სულ დედას მოქსოვილი გვქონდა განაგრძეთ კითხვ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება