ტრამპის შვილების ერთკვირიანი დასვენება აშშ-ს ბიუჯეტს 330 ათასი დოლარი დაუჯდა

ტრამპის შვილების ერთკვირიანი დასვენება აშშ-ს ბიუჯეტს 330 ათასი დოლარი დაუჯდა

ამერიკული ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროსი შვილების კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენში ერთკვირიანი დასვენება ამერიკის ბიუჯეტს 330 ათასი დოლარი დაუჯდა.

აღნიშნული ინფორმაცია CBS-მა "ინფორმაციის თავისუფლების შესახებ" კანონის საფუძველზე შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროდან სასამართლოს გზით გამოითხოვა.

საუბარია ივანკა ტრამპზე, მის მეუღლეზე ჯარედ კუშნერზე, ერიკ ტრამპზე და მის მეუღლეზე. მიმდინარე წლის მარტში მათ სამთო-სათხილამურო კურორტზე ერთი კვირა გაატარეს, ხოლო მათ დაცვაზე შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრომ 330 ათასი დოლარი დახარჯა.

კერძოდ, 26 ათასი დოლარი სატრანსპორტო საშუალებების ქირაობაზე, 22 ათასი - სამთო-სათხილამურო ტრასებზე პრეზიდენტის ოჯახის წევრთა თანხლებისთვის საჭირო აღჭურვილობაზე, 195,7 ათასი კი - სხვადასახვა სასტუმროებში ნომრების ქირაობაზე დაიხარჯა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"