კატალონიაში პოლიციასთან შეტაკების შედეგად არიან დაშავებულები

 კატალონიაში პოლიციასთან შეტაკების შედეგად არიან დაშავებულები

კატალონიაში პოლიციასთან შეტაკების შედეგად არიან დაშავებულები კატალონიაში, სადაც დღეს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული უკანონო რეფერენდუმი მიმდინარეობს, ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკების დროს, ხალხი დაშავდა. ამის შესახებ "El Pais" იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის 2315 უბნიდან უმეტესობას აკონტროლებენ. უბნებზე სარეფერენდუმო დოკუმენტაციის ამოღება მიმდინარეობს, ზოგიერთ უბანზე კი ხმის მიცემა მაინც გრძელდება.

ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკებები მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უბნების დახურვა დაიწყო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"