კატალონიაში დაშავებულთა რაოდენობა 470-ს აღწევს

კატალონიაში დაშავებულთა რაოდენობა 470-ს აღწევს

კატალონიაში რეფერენდუმის დღეს პოლიციასთან შეტაკების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 460-ს აჭარბებს. ამის შესახებ კატალონიის მთავრობის ჯანდაცვის დეპარტამენტი იუწყება.

მედიკოსების ინფორმაციაზე დაყრდნობით მთავრობაში განაცხადეს, რომ საავადმყოფოებს დახმარებისთვის 465-მა ადამიანმა მიმართა. ორი ადამიანის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ მამაკაცს თვალში რეზინის ტყვია მოხვდა, რომელიც დღეს კატალონიაში პოლიციამ გამოიყენა. კიდევ ერთ მამაკაცს ხმის მისაცემ უბანზე პოლიციის შევარდნის შედეგად გულის შეტევა განუვითარდა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 337-ს აღწევდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"