კანადაში ტერორისტმა პოლიციელი დაჭრა და გამვლელებს დაეჯახა

კანადაში ტერორისტმა პოლიციელი დაჭრა და გამვლელებს დაეჯახა

კანადის ქალაქ ედმონტონში მამაკაცმა საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით აღმართული საპოლიციო ბარიერი გაიტანა, პოლიციის ოფიცერს დაეჯახა, მანქანიდან გადმოვიდა და მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ, დევნის დროს გამვლელებს დაეჯახა. დაშავდა ოთხი ადამიანი. პოლიცია ინციდენტს განიხილავს, როგორც ტერორისტულ აქტს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

აღნიშნულის შემდეგ, დამნაშავის ავტომანქანა გადატრიალდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხერხდა. ავტომანქანაში "ისლამური სახელმწიფოს" დროშა აღმოაჩინეს.

ამ დროისთვის 30 წლამდე ასაკის დამნაშავე დაკავებულია. წინასწარი მონაცემებით, ის მარტო მოქმედებდა, მაგრამ კანადის პოლიცია ტერაქტში სხვა პირების მონაწილეობას არ გამორიცხავს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"