ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები: რაზე ალაპარაკდნენ დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელები

ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები: რაზე ალაპარაკდნენ დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელები

17 მაისს, გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ითხოვენ. საქმე იმ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხება, რომელსაც დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია ემსხვერპლა.

ბექა ხახუბია პატრულის მიერ განხორციელებული დევნის ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა. დეპუტატის შვილის ავტომანქანას, გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა შეუზღუდეს. საქმეზე ბრალი პატრულ-ინსპექტორებს, ზურაბ რუსიშვილსა და გია სადაღაშვილს და ასევე მათ ათმეთაურს, ნუკრი ხაბელაშვილს აქვთ წაყენებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული.

წინასასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში დღესაა ჩანიშნული. მხარეებმა დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტს, გადასცეს თუ არა სისხლის სამართლის საქმე არსებით განხილვაზე.

ასევე წაიკითხეთ: "ნასვამ შვილს სასიკვდილოდ რომელი ოჯახი გაუშვებს..." - პარლამენტარის ვაჟი პოლიციის დევნისას დაიღუპა?

"ინტეპრესნიუსმა" ექსკლუზიურად მოიპოვა პოლიციელების ბრალდების საქმის მასალები, მათ შორის პოლიციელების ჩვენებები, სადაც ჩანს, რომ დევნის ოპერაციისას, პოლიციელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არაერთხელ დაემუქრა საფრთხე. საქმეში არამხოლოდ ბრალდებულების, არამედ სხვა პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებია, რომლებიც დევნას ახორციელებდნენ. თითქმის ყველა პოლიციელი აღნიშნავს, რომ ბექა ხახუბია "BMW X5"-ის მარკის ავტომანქანით ავტომაგისტრალზე დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი ჩვენებიდან ასევე ირკვევა, რომ ხახუბიამ ავტომანქანა მხოლოდ ერთხელ გააჩერა.

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 68-ე კილომეტრზე შევამჩნიე გაჩერებული შავი ჯიპი. მეწყვილემაც მითხრა,"გააჩერე, ეს არისო. მანქანა გავაჩერე ჯიპის უკან დაახლოებით 2 მეტრის დაშორებით. გაჩერებისთანავე გადავედი ავტომანქანიდან, ჩავრთე ჩემი სამხრე ვიდეორეგისტრატორი და მივედი BMW X5-ის მარკის ავტომანქანასთან. მანქანა დაქოქილი იყო, მძღოლს ფანჯრები აწეული ჰქონდა და ხმამაღალი მუსიკის ხმა გამოდიოდა. მოვკიდე კარის სახელურს ხელი, თუმცა, კარი დაკეტილი იყო. ამის შემდეგ შუშაზე დავუკაკუნე მძღოლს, დაკაკუნებაზე მძღოლმა ირონიული ღიმილით გამომხედა, ხელები ფეხებზე ჰქონდა დაწყობილი. დაკაკუნების შემდეგ მარჯვენა ხელი საჭეს მოჰკიდა, მარცხენა ხელის შუათითი მაჩვენა, დიდი სიჩქარით დაძრა მანქანა ადგილიდან და წავიდა", - წერს ჩვენებაში ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორი.

წაიკითხეთ: რას ყვება ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მომხდარი ტრაგიკული ავარიის თვითმხილველია

ბრალდებულ ნუკრი ხაბელაშვილის ჩვენებით, რომელიც იმჟამად ათმეთაური იყო, ირვევა, რომ ავტომანქანამ, რომელსაც მისდევდნენ, მოძრაობის შეზღუდვის ერთ-ერთი მცდელობისას, გზაზე გაჩერებულ პატრულებს ავტომანქანა კინაღამ დააჯახა.

"გზაზე გაჩერებული იყვნენ საპატრულო ეკიპაჟები, თავად კი გადმოსულები იყვნენ მანქანიდან, საპატრულო ეკიპაჟების წინ იდგნენ და ხელით ანიშნებდნენ BMW X5-ის მძღოლს, რომ გაეჩერებინა მანქანა. მძღოლი ისევ არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, პირდაპირ პატრულების მიმართულებით წავიდა და თანამშრომლები გვერდზე რომ არ გადამხტარიყვნენ," ფაქტობრივად, დაეჯახებოდა მათ. რაციაზე მესმოდა თანამშრომლების შეძახილები: "გვეჯახება", "გვხოცავს", "მოერიდეთ, არ დაგვინდობს". სიტუაცია უმართავი იყო", - აცხადებს ხაბელაშვილი.

პოლიციელის ჩვენებიდან ირკვევა, რომ გორის გვირაბთან, სატვირთო ავტომობილით მოძრაობა ისე იყო შეზღუდული, რომ მანქანის გასავლელი გზა დატოვებული იყო. ამასთან, საქმეში დევს ვიდეოჩანაწერები, რომელიც პატრულების სამხრე ვიდეო რეგისტრატორებითაა გაკეთებული. აღნიშნული ვიდეოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბექა ხახუბია შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე თბილისში იყო დაკავებული, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს. თუმცა პროკურატურის მიერ შსს-დან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბექა ხახუბია თბილისში დაკავებული არ ყოფილა.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 2 ოქტომბრის ნომერში

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც, რამიშვილის მტკიცებით, ბაჩალიაშვილს "ფლეშკებს" გადასცემდა და მითითებებს აძლევდა, ამას უარყოფს - რა განაცხადა მისმა ადვოკატმა

"მოლოდინი გვაქვს, რომ იაკობ ბრეგვაძე შაქარაშვილის საქმეზე 6-ვე ბრალდებულის მამხილებელ ჩვენებას მისცემს" - პროკურორი

"ეს თუ მკვლელობაა, მაშინ რა ფოტოც არ უნდა იყოს, ეს როგორ გააბათილებს მის ვერსიას?" - რას პასუხობს ბაჩალიაშვილის დედას საქმის პროკურორი