კატალონიაში დაშავებულთა რიცხვი 893-მდე გაიზარდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

კატალონიაში დაშავებულთა რიცხვი 893-მდე გაიზარდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების დღეს მომხდარი არეულობების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 893-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: ყველაზე შემზარავი და მძაფრი კადრები - როგორ უსწორდება პოლიცია კატალონიელებს

კატალონიის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რეფერენდუმის ჩატარების დღეს პოლიციის ქმედებების შედეგად სამედიცინო დახმარებისთვის 893-მა ადამიანმა მიმართა საავადმყოფოებს".

აღსანიშნავია, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რეფერენდუმის 844 მონაწილე და 33 პოლიციელი იყო დაშვებული.

ამასთან, არეულობებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ბარსელონაში, საქართველოს საკონსულოში არავითარი ინფორმაცია არ შესულა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

კატალონიაში რეფერენდუმი გუშინ ჩატარდა. ოფიციალური მადრიდი ამტკიცებს, რომ რეფერენდუმი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მთელი დღის განმავლობაში პოლიცია საარჩევნო უბნებს ხურავდა და ყუთების და ბიულეტენების კონფისკაციას ახდენდა. კატალონიის სხვადასხვა ნაწილებში საპროტესტო აქციები გაიმართა, პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

წაიკითხეთ ასევე: ევროკომისია - კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ესპანეთის კანონმდებლობის შესაბამისად, კანონიერი არ იყო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"