დამასკოში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

დამასკოში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

დამასკოში, ალ-მიდანის რაიონში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო "სანა" იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ადგილი აქვს ტერაქტს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული მანქანა აფეთქდა, თვითმკვლელმა ტერორისტმა კი თავი პოლიციის განყოფილებაში აიფეთქა.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, დაღუპულია 15 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"