მოსკოვის სამხედრო ოლქის ჯარისკაცები, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ სმოლენსკში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ერთ-ერთი დაღუპული მგზავრის საკრედიტო ბარათით სარგებლობაში, ჯერჯერობით თავისუფლები არიან.
"ოთხივე ეჭვმიტანილი რიგითი ჯარისკაცია. მათ ჩამოვართვით გაუსვლელობის ხელწერილი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობა", - განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ადგილზე მოროდიორობის ფაქტი მას შემდეგ გაცხადდა, რაც პოლონეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ეკიპაჟის ერთ-ერთი დაღუპული წევრის საკრედიტო ბარათიდან თანხის ჩამოჭრის შესახებ შეიტყვეს და რუს კოლეგებს აცნობეს.
რუსულ მხარეს ეს ფაქტი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია, თუმცა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების რამდენიმე წარმომადგენელმა მოროდიორობის ფაქტებზე განცხადება გააკეთა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.