ლას-ვეგასში სროლის შედეგად დაშავებულებიდან კრიტიკულ მდგომარეობაში 45 ადამიანი რჩება

ლას-ვეგასში სროლის შედეგად დაშავებულებიდან კრიტიკულ მდგომარეობაში 45 ადამიანი რჩება

ლას-ვეგასში, სამორინესთან სროლის შედეგად დაშავებულებიდან კრიტიკულ მდგომარეობაში 45 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი რჩება, - ამის შესახებ სააგენტო Associated Press იუწყება.

სროლის შედეგად საავადმყოფოებში სხვადასხვა დაზიანებებით სულ 300 ადამიანი მოათავსეს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სროლაში ეჭვმიტანილი 64 წლის სტივენ პედოქი "ავადმყოფი, შეშლილი ადამიანი" იყო.

"ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ავადმყოფ პირთან. ვფიქრობ, მას ბევრი პრობლემა ჰქონდა", - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ლას-ვეგასის პოლიციამ სასტუმრო Mandalay Bay-ში, სტივენ პედოქის ნომერში 23 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, კიდევ 19 კი მის სახლში ქალაქ მესკიტში აღმოაჩინა.

ბოლო ინფორმაციით, ლას-ვეგაში სროლის შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა და 527 დაშავდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"