"გასული დღე-ღამის განმავლობაში სირიაში 120 ტერორისტი და 60 დაქირავებული "ბოევიკია" განადგურებული"

"გასული დღე-ღამის განმავლობაში სირიაში 120 ტერორისტი და 60 დაქირავებული "ბოევიკია" განადგურებული"

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა სირიაში 120 ტაჯიკი, ერაყელი და ჩრდილოკავკასიელი ტერორისტი და 60 დაქირავებული "ბოევიკი" გაანადგურეს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, "დარტყმების შედეგად აბუ-ქემალის რაიონში განადგურებულია საყრდენი პუნქტი და 40-მდე ტაჯიკი და ერაყელი ტერორისტი. დასახლებული პუნქტის მეიადინის რაიონში განადგურებულია ტერორისტების სამეთაურო პუნქტი და 80-მდე ტერორისტი, მათ შორის 9 ჩრდილოკავკასიელი", - აღნიშნა გენერალმა.

"დეირ-ეზ-ზორის სამხრეთით, მდინარე ევფრატთან საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია 60 უცხოელი დაქირავებული "ბოევიკებისგან" შემდგარი რაზმი, რომელშიც დსთ-ს ქვეყნების, ტუნისის და ეგვიპტეს მოქალაქეები შედიოდნენ", - დასძინა კონაშენკოვმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"