კიმ ჩენ ინი - აშშ ცდილობს ჩრდილოეთ კორეის დამოუკიდებლობის გაგუდვას და არსებობის უფლებაზე უარის იძულებას

კიმ ჩენ ინი - აშშ ცდილობს ჩრდილოეთ კორეის დამოუკიდებლობის გაგუდვას და არსებობის უფლებაზე უარის იძულებას

ჩრდილოეთ კორეა ეკონომიკისა და სარაკეტო-ბირთვული პროგრამის პარალელურ განვითარებას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა სატელეგრაფო სააგენტომ გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა აშშ, რომელიც მისი თქმით, "ცდილობს ქვეყნის დამოუკიდებლობის გაგუდვას და არსებობის უფლებაზე უარის იძულებას". კიმ ჩენ ინის განცხადებით, ამჟამინდელი სიტუაცია აჩვენებს, რომ "პარალელური განვითარების პოლიტიკა სრულიად გამართლებული აღმოჩნდა და ქვეყანა ამ გზით სვლას განაგრძობს".

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"