ორი უკრაინული ტელეარხი "მეხუთე არხი" და TBi სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო სიხშირის გარეშე დარჩა.
კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ეროვნული საბჭოს მიერ 27 იანვარს მიღებული ლიცენზიათა კონკურსის შედეგები შეცვალა.
შედეგად, ტელეკომპანიების НТН-ის, Enter Film-ისა და Enter Music-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
ტელეკომპანია ТВі-ის დირექტორმა ნიკოლაი კნიაჟიცკიმ განაცხადა, რომ ვინაიდან გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შესულა, მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
წინა დღეს "5 არხის" თანამშრომლებმა კოლექტიური წერილით მიმართეს ქვეყნის პრეზიდენტს, რათა მას ტელეარხი გადაერჩინა.
ჟურნალისტთა განცხადებით, ლიცენზიას მათ უკრაინის უშიშროების საბჭოს თავჯდომარე ვალერი ხოროშკოვსკი ეცილება, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს U.A. Inter Media Group-ში, რომელსაც ტელეარხები НТН, Enter Film და Enter Music ეკუთვნის. ხოროშოვსკი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
"მეხუთე არხი" და TBi ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ არხებად ითვლებიან.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.