"გორგიას" დირექტორის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ - გახსნილი დანაშაულის ახალი დეტალები

"გორგიას" დირექტორის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ - გახსნილი დანაშაულის ახალი დეტალები

ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის, გია გორგოშაძის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ.

როგორც Ambebi.ge-თვის არაოფიციალურად ხდება ცნობილი, თავდაპირველად ბოროტმოქმედები გია გორგოშიძესთან ერთად, მისი ერთ-ერთი ოჯახის წევრის გატაცებასაც აპირებდნენ, თუმცა გეგმა შეცვლეს და მხოლოდ ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის გატაცება გადაწყვიტეს. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ კი ოჯახისგან 5 მილიონის გამოძალვას გეგმავდნენ.

ამასთან, 4 დაკავებულიდან 2-თან ამ წუთებში დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატი იმყოფება. დაკავებულებისთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ.

მოქალაქის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე ჩაატარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს.

თორნიკე კოშკაძე

Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ