ავსტრიის კურორტზე ”შეპარული” ლუკაშენკოს დასვენების ხარჯებით პროკურატურა დაინტერესდა

ავსტრიის კურორტზე ”შეპარული” ლუკაშენკოს დასვენების ხარჯებით პროკურატურა დაინტერესდა

ავსტრიის ქალაქ ზალცბურგის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი გარემოცვის საქმეზე, რომელიც 2002 წელს ავსტრიის ალპების სამთო-სათხილამურო კურორტზე პრეზიდენტის ძვირადღირებულ არდადეგებს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ იმ დროს ბელორუსი ლიდერისთვის ევროკავშირის საზღვრები დაკეტილი იყო. რაც ყველაზე მთავარია, ავსტრიაში  "შემოპარული" ლუკაშენკოს გართობა და დასვენება, სულ ცოტა, 200 ათასი ევრო დაუჯდა და პროკურატურა სწორედ იმის გარკვევას ცდოლობს, ვინ და რატომ დაუფინანსა პრეზიდენტს ვოიაჟი ალპებში.  

ცნობილია, რომ ავსტრიაში ლუკაშენკო, მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, კაზინოთა ქსელის Casinos Austria-ს მეპატრონემ ლეო ვალნერმა მიიწვია. ადგილობრივი მასმედიის ცნობით, ანგარიშსწორება ბელორუს სტუმართა დასვენებასა და გართობაზე ვალნერმა "შავი ბუღალტერიით" აწარმოა. გართობაში შედიოდა სასტუმროები, ავტობუსის მომსახურება, თხილამურებზე სრიალის გაკვეთილები, კაზინოში ლუკაშენკოს გართობა, დელეგაციის მიერ მირთმეული საკმაოდ დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი და ბოლოს, ვერტმფრენის დაქირავება სრიალის დროს ტრავმირებული პრეზიდენტის ევაკუაციისთვის და საავადმყოფოში მკურნალობის ხარჯები.

თავის მხრივ, ბელორუსმა ჟურნალისტებმა გამოარკვიეს ვილნერის გულუხვობის მიზეზი. თურმე, ამ ამბის შემდეგ ავსტრიელი ბიზნესმენების ხელში აღმოჩნდა ბელორუსის რამდენიმე მსხვილი ობიექტი: მობილური ქსელის წამყვანი ოპერატორი, მეტალურგიული კომბინატი და მინსკის ველოტრანსპორტის ქარხანა.

ვილნერისა და მისი კომპანია Casinos Austria-ის წანააღმდეგ ავსტრიის პროკურატურა ძიების დაწყებას აპირებს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა