ბარაკ ობამამ ბელორუს მაღალჩინოსნებს სანქციები გაუხანგრძლივა

ბარაკ ობამამ ბელორუს მაღალჩინოსნებს სანქციები გაუხანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბელორუს მაღალჩინოსნებს, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავრობის რამდენიმე წევრს 2006 წელს დაწესებული სანქციები გაუხანგრძლივა. ამის შესახებ რუსული სააგენტოები თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყებიან.

”რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლებისა და აშშ-ის მცდელობების მიუხედავად, მიეღწია დემოკრატიული რეფორმებისათვის ბელორუსში, რამდენიმე ბელორუსი ხელმძღვანელის ქმედებები კვლავაც უქმნის საფრთხეს აშშ-ის ნაციონალურ უსაფრთხოებასა და საშინაო პოლიტიკას”, - მიიჩნევს პრეზიდენტი ობამა.

ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს, უშიშროების საბჭოს მდივანს, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს, ასევე სხვა მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახების წევრებს სანქციები ობამას წინამორბედმა, ჯორჯ ბუშმა 2006 წელს დაუწესა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბელორუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები დამკვირვებელთა უმრავლესობამ არადემოკრატიულად სცნო.

მათ, ვისზეც სანქციები ვრცელდება, აშშ-ის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის აქტივების ფლობა და ამერიკელ პარტნიორებთან ბიზნესის წარმოება ეკრძალებათ. განკარგულება ”საკუთრებისა და ქონებრივი უფლებების ბლოკირებაზე” ბელორუს მაღალჩინოსნებს ყოველწლიურად უხანგრძლივდებათ.

2006 წელს მიღებული სანქციების საპასუხოდ ბელორუსის ხელისუფლებამ ჯორჯ ბუშსა და ყოფილ სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს ბელორუსული ანგარიშები გაუყინა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა