ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის მიერ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქართველი ქალიც გახდა

ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის მიერ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქართველი ქალიც გახდა

ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის გარშემო სკანდალი კვლავ გრძელდება, სექსუალურ შევიწროებაში ბრალს მას სულ უფრო მეტი ადამიანი სდებს.

როგორც აღმოჩნდა, ვაინშტაინის მსხვერპლთა შორის წარმოშობით ქართველი, რუსეთში მცხოვრები ტელეწამყვანია. ეკატერინე მწითურიძე "როსკინოს" ხელმძღვანელია, მასთან ინტერვიუს ამერიკული გამოცემა Hollywood Reporter აქვეყნებს. მწითურიძის თქმით, ვაინშტაინს პირველად 2003 წელს შეხვდა ბერლინში, როდესაც ის ჯორჯ კლუნისთან ინტერვიუზე მუშაობდა.

პროდიუსერმა ტელეწამყვანს უთხრა, რომ რუსული კულტურა აინტერესებდა და სასტუმროს ნომერში ვახშამი შესთავაზა.

"ძალიან გამიკვირდა და ვუთხარი, რომ ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა მასთან სტუმრობა, თუმცა ეს შეხვედრა არ ესიამოვნებოდა ჩემს მეგობარ მამაკაცს, ამიტომ, ვაინშტაინს შევთავაზე, რომ მასთან პარტნიორთან ერთად მივიდოდი," - ყვება მწითურიძე.

"თქვენ ჩემი არ გესმით? ველოდები თქვენს ზარს ნებისმიერ დროს," - უპასუხა მას პროდიუსერმა.

ამის შემდეგ ტელეწამყვანი და ვაინშტაინი არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ღონისძიებაზე. მწითურიძის თქმით, პროდიუსერი მას რეგულარულად ეკითხებოდა, როდის დაურეკავდა და შესთავაზა ნიუ-იორკში წასულიყვნენ ერთად, რაზეც  უარი მიიღო.

წაიკითხეთ: ქართველი ქალი, რომელმაც რუსეთში მილიონები და დიდება მოიპოვა - რუსული გლამურის თბილისელი ლამაზმანი

"როსკინოს" ხელმძღვანელის თქმით, შედარებით სერიოზული ინციდენტი მოხდა 2004 წელს ვენეციაში, სადაც ვაინშტაინმა კვლავ თავის ნომერში დაპატიჟა, მწითურიძემ კი პროდიუსერს შესთავაზა, ნომრის ნაცვლად კაფეში ესაუბრათ. ვაინშტაინმა შეხვედრაზე საკუთარი თანაშემწე გაგზავნა, თავად კი ავადმყოფობა მოიმიზეზა. თანაშემწემ შესთავაზა მწითურიძეს, პროდიუსერი ნომერში მოენახულებინა და თავადაც მალე შეუერთდებოდა.

ტელეწამყვანი ვაინშტაინის ნომერში ავიდა, თუმცა აღმოაჩინა, რომ თანაშემწე მასთან ერთად აღარ იყო, თავად პროდიუსერი კი აბაზანის ხალათით დახვდა და მწითურიძეს შესთავაზა, მისთვის მასაჟი გაეკეთებინა.

"ქანდაკებასავით გავშეშდი, ასეთი ცნობილი პროდიუსერი, რომელთანაც კულტურაზე სასაუბროდ მივედი, ხალათით დამხვდა," - იხსენებს ტელეწამყვანი.

მწითურიძის თქმით, ვაინშტაინმა მას უთხრა, რომ მასაჟისტს ელოდებოდა, თუმცა მან დააგვიანა.

წამყვანის თქმით, მალე ნომერში მოულოდნელად შემოვიდა სასტუმროს პერსონალი, რომელმაც შამპანიური შემოიტანა. ამან კი მწითურიძეს მისცა საშუალება, სასწრაფოდ დაეტოვებინა ოთახი.

"მომეჩვენა, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხანს გრძელდებოდა, თუმცა რეალურად ოთახში სულ რამდენიმე წუთის მანძილზე ვიყავი," - აღნიშნა ტელეწამყვანმა.

ინციდენტიდან დაახლოებით 10 წლის შემდეგ კატია მწითურიძე და ჰარვი ვაინშტაინი ერთმანეთს კანში, ფესტივალზე შეხვდნენ და საერთო ნაცნობმა, რომელმაც არ იცოდა, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, ტელეწამყვანი პროდიუსერს წარუდგინა. ვაინშტაინმა მწითურიძეს ხელზე აკოცა და წასჩურჩულა, რომ მათ შორის მომხდარის შესახებ არასოდეს არავისთვის მოეთხრო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება