კიევში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი" ავრცელებს.
აფეთქება გუშინ, კიევის დროით 22.15 საათზე ტელეკომპანია "ესპრესოს" შენობის წინ მოხდა, რომლის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არის დეპუტატი იგორ მოსიიჩუკი, მისი დაცვის წევრი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულებს შორის არის პოლიტოლოგი ვიტალი ბალა. აფეთქების დროს მოსიიჩუკი და მისი დაცვის წევრი ტელეკომპანიის შენობიდან გამოდიოდნენ.
იხილეთ ვიდეო: კიევში მიმხდარ ტერაქტს ორი ადამიანი ემსხვერპლა
მეორე ადამიანის გარდაცვალებას, "უნიანის" ცნობით, უკრაინელი პოლიტიკოსი, ყოფილი დეპუტატი ვასილი გორბალი და დეპუტატი ნიკოლაი კნიაჟიცკი ადასტურებენ.
"სისხლიანი საღამო... გარდაიცვალა ორი ადამიანი, მოსიიჩუკის დაცვის წევრი და გამვლელი, სახელად მიხაილი, მეჩვიდმეტე საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიტოლოგ ვიტალი ბალას მდგომარეობა ძალიან მძიმეა, კრიტიკულად მძიმე," - დაწერა იური ფედუნმა.
აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა, სამართალდამცველები მომხდარს იძიებენ. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა მოტოციკლი, რომელიც ავტომობილთან ახლოს იყო გაჩერებული.